სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფაქტობრივად, ომში ვართ... 2008 წლის ომი გრძელდება - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე 24 საათი რჩება. ზუსტად 11 საათზე სასამართლო პრეზიდენტის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს. მოსამართლეს ჩვენებას, სავარუდოდ, ქართველი და უცხოელი ექსპერტები მისცემენ.

გიული ალასანიას არ აქვს ინფორმაცია, მისცემენ თუ არა სააკაშვილს ხდომაზე ჩართვის ნებართვას. მესამე რეპზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკააშვილების ოჯახი, ფაქტობრივად, ომშია.

დეტალები არ ვიცი და რამდენად მისცემენ შესაძლებლობას, ესეც არ ვიცი... რომ საჩქაროა, ამას მე ყოველთვის ვიმეორებ. ახლა რამდენად შესაძლებელი გახდება არ ვიცი. უფრო ტენდენციაა გაჭიანურებისკე. ძალიან მნიშვნელოვანია გოლდსმიტი, პირველი ვინც დაიკითხა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა ვქნათ, ჩვენ ფაქტობრივად, ომში ვართ, ომი გვაქვს ჩვენ. 2008 წლის ომი გრძელდება, არცერთი დღე არ შეწყვეტილა ეს ომი, - თქვა ალასანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100