ბომბის არსებობაზე შეტყობინების შემდეგ „პირველი არხიდან“ თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა
საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ.
ამის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.
კომენტარი