სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლაიფნიუსმა" ტერორისტი-თვითმკვლელების სკანდალური სია გამოაქვეყნა

„ლაიფნიუს. რუ“ აქვეყნებს უნიკალურ სიას, რომელიც სპეცსამსახურებთან დაკავშირებული სანდო წყაროებიდან მოიპოვა: შედგენილია იმ 56 ადამიანის სია, რომლებმაც არალეგალურ ტერორისტულ ცენტრებში მომზადება უკვე გაიარეს და პოტენციური ტერორისტი-თვითმკვლელები არიან. „ისინი მზად არიან ტერაქტების მოსაწყობად რუსეთის ნებისმიერ კუთხეში“, - ამბობს „ლაიფნიუსის“ წყარო.

ჩამონათვალში შეყვანილი პირები ჩრდილოკავკასიელები არიან, უმრავლესობა კი ინგუშეთიდანაა. ამ მხრივ „აქტიურ“ რესპუბლიკებად, სიის მიხედვით ჩანან დაღესტანი და ყაბარდო-ბალყარეთი. უფრო ნაკლებ აქტიურთა კატეგორიაში ხვდება სტავროპოლის მხარე და ჩეჩნეთი.

სიაში შეყვანილთა შორის ხუთი ქალია. მატან ყველაზე უმცროსი, აიგულ აბდულაევა 16, ხოლო ყველაზე უფროსი, ლუბოვ მალსაგოვა 51 წლისაა. ეს ქალი ტერორისტ-თვითმკვლელად ქმრის დაღუპვის შემდეგ იქცა.

რუსეთის ძალოვანებმა არ იციან კონკრეტული ადგილი, თუ სად გადიან მზადებას ტერორისთთა სიაში შეყვანილები, უბრალოდ, ამბობენ, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება მოგვევლინოს როგორც უბრალო შემსრულებლად, ანუ თვითმკვლელ ტერორისტად, არამედ ორგანიზატორადაც. „სამწუხაროდ, მათი გეგმების შესახებ არაფერი ახალი არ ვიცით“, - ამბობს „ლაიფნიუსის“ წყარო.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100