ახალი კონკურსი MoneyMan–სგან
ყველაზე კრეატიულებისათვის MoneyMan.ge დღეს ახალ კონკურსს იწყებს: მოიფიქრე ყველაზე ორიგინალური სლოგანი კომპანია მანიმენისათვის და მოიგე ფულადი პრიზი - 150 ლარი.
▼ კონკურსში მონაწილეობის წესები:
- მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც არის სრულწლოვანი და ცხოვრობს საქართველოში;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სლოგანები უნდა გამოგვიგზავნონ გვერდის PM-ის საშუალებით. სლოგანთან ერთად უნდა მოგვწერონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების წელი, მობილური ტელეფონის ნომერი;
- სლოგანები აიტვირთება პერიოდულად, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს;
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 3 საკონკურსო სლოგანის გამოგზავნა;
- გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე, გაითვალისწინებს ლაიქების რაოდენობასაც.
სლოგანების გამოგზავნა კონკურსანტებს 3 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ, გამარჯვებული კი 20 ოქტომბერს გამოვლინდება.
MoneyMan.ge სულმოუთქმელად ელის ორიგინალურ სლოგანებს თქვენგან და გისურვებთ წარმატებას!
კომენტარი