რაში დაეთანხმა გიგი უგულავა ირაკლი ალასანიას ცოლს?
"ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომ დედაქალაქში დაირგვება მილიონი ხე. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ ირაკლი ალასანიას ცოლი ნათია ფანჯიკიძე და დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა.
,,ვიცი რომ უზნაძის განწყობის თეორია უკვდავია და მესმის, რომ ეს განწყობა ვისაც "არ უვარგა" ნარმანიას მიმართ, ნებისმიერი თემა გაართობს, ძალიან გაუჭირდება ამ წინასწარ განწყობას რაიმე დაუპირისპიროს, მაგრამ ხეების დარგვის იდეას ნუ უწუნებთ რა. მილიონი თუ ვერა, ნახევარი დარგოს, ნეტავ კი დარგოს, ერთიორად იკლებს უამრავი დაავადება. სხვა რამეზე ჩაუკალით ენთუზიაზმი, ამაზე არა, გთხოვთ. ცხადია, ათასი სხვა საჭიროება არსებობს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მოთხოვნა და საბაბი არ გვექნება კმაყოფილებისთვის, ან უკმაყოფილებისთვის, მაგრამ ეს კონკრეტული დაპირება ძვირფასი დაპირებაა'', - წერს ნათია ფანჯიკიძე.
მოგვიანებით ფანჯიკიძის მოსაზრებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაეთანხმა გიგი უგულავა.
„ამ საკითხში მართალია ქალბატონი ნათია. სამ წელიწადში ( რატომღაც ამჯერად მერს სამი წლით ვირჩევთ) მილონ ხეს ვერ დარგავს ვერანაირი ნარმანია. ჩვეულებრივად საარჩევნოდ მილიონი სამუშაო ადგილივით ჟღერს. მაგრამ ენთუზიაზმს ნამდვილად მივესალმები. 2005 წლიდან 800 ათასამდე ხე დაირგო თბილისში. ცხადია მეტს ვისურვებდი, მაგრამ რაოდენობა არაა ერთადერთი და სწორი საზომი.“ - წერს გიგი უგულავა.
კომენტარი