"ღმერთო, მოკვდეს-მეთქი ეს ადამიანი, ყველა დავისვენებდით" - დეკანოზი შალვა კეკელია
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია "ობიექტივის" ეთერში ამბობს, რომ ის ერთი, კონკრეტული ადამიანის სიკვდილზე ფიქრობდა:
"დაახლოებით 1 თვის წინ, მონასტერში ვიყავი წასული, ჩემთვის განვმარტოვდი, ტყეში ვიყავი ასული მარტო... შევედი ტყეში, ჩემი ადგილი მაქვს, ბუნებრივად გაკეთებული სკამი, ჩამოვჯექი და ჩემთვის ვლოცულობდი და რაღაცებს ვფიქრობდი...
ერთ-ერთ ადამიანზე უცებ წამომივიდა ძაან ცუდი ფიქრები, მეთქი, ღმერთო, რატო არ კვდება ეს ადამიანი. მოკვდეს-მეთქი ეს ადამიანი.
წარმოიდგინეთ, მღვდელს წამოუვიდა ეს საშინელი ფიქრები, რომ ადამიანის სიკვდილზე დავიწყე ფიქრი. უცებ ჩემივე ხმა მესმის, ეს ადამიანი რომ მოკვდეს, ასეთ მდგომარეობაში, ამდენი ადამიანი დააბრკოლა, დაამძიმა, ამდენი პრობლემები შექმნა, ეკლესიაში, იმაში, ამაში. ამდენ ადამიანს დაპირისპირების საშუალება მისცა - სად მოხვდება, სად და ამ მდგომარეობით უეჭველი ჯოჯოხეთში" , - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
კომენტარი