სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამდენი მსხვერპლი სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა..." - პატრიარქის ქადაგება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკათედრო ტაძარში იქადაგა.

მისი თქმით, დღეს ყველა კითხულობს, თუ რა ხდება, მისი თქმით ღვთის გარეშე არაფერი ხდება:

"ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და პოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას", - განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ირკვევა, უწმინდესმა გუშინ, 16 დეკემბერს დაწერა მოკლე ლოცვა, რომლითაც უფალს სთხოვენ, რომ სიმშვიდე მოგვცეს, "დაამშვიდოს ეს ცხოვრება".

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ბავშვები და ახალგაზრებდი, რომლებიც ლოცვებს, წერილებს და თხოვნებს დაწერენ, შეგროვდება და მას წიგნად გამოსცემს.

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა. გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად", - თქვა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ეს საჯარო წირვაზე პატრიარქის პირველი ქადაგეებაა. მას ამ დრომდე არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მმართველი გუნდისთვის მიულოცავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100