ბრედ პიტი ფილმის პრემიერაზე კაბით მივიდა - მსახიობის უჩვეულო სტილი ინტერნეტჰიტი გახდა
ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, თავისი ახალი ფილმის, Bullet Train-ის პრემიერაზე კაბით მივიდა. პრემიერა გერმანიაში, ბერლინში გაიმართა. როგორც უცხოური მედია წერს, თუ ბოლო დღეებში ევროპაში არსებულ ჰაერის მაღალ ტემპერატურას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ პიტის გადაწყვეტილება, კაბით გამოჩენილიყო პრემიერაზე, საკმაოდ ჭკვიანურია. ბერლინში ტემპერატურა, ყოველდღიურად, 40 ცელსიუსს აღწევს. იმის თქმა, ჰოლივუდის ვარსკვლავის არჩევანი კომფორტით იყო შთაგონებული თუ უბრალოდ მოდით, შეუძლებელია. ბრედ პიტმა, თავისი შავი მიდი ქვედაბოლო შესაბამის პიჯაკს შეუხამა, ქვეშ კი ღილებიანი პერანგი ეცვა.
კომენტარი