სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალციხიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ექთნის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ხალციხეში აცრილი ექთნის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. ახალციხიდან წუხელ ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 30 წლამდე ქალი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასა და კომატოზურ მდგომარეობაშია, ის დინამიკაში არასტაბილურია.

ექთანს გვიან ღამემდე სხვადასხვა გამოკვლევა, Astrazeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდო გვერდითი რეაქციის დასადგენად უტარდებოდა. ლევან რატიანის განცხადებით, ექთნის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 27 წლის ქალის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არა - უიმედო. ამის შესახებ მან გუშინ, გვიან ღამით, ექიმების კონსილიუმის შემდეგ განაცხადა, რომელიც ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით გაიმართა. კონსილიუმმა არსებული მდგომარეობა შეაფასა და საუკეთესო გამოსავლისთვის საჭირო ღონისძიებებზე შეჯერდნენ. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია გუშინ განუვითარდა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100