ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი, EU-ს კი მიმართავს, რომ საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილოს
ლიეტუვის პარლამეტი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. შესაბამისი რეზოლუცია რამდენიმე წუთს წინ მიღეს და მას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
ლიეტუვის პარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს:
"განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის იმპლემენტაციას და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას".
სეიმი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
გაიწვიოს მიღებული კანონი "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ";
უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში;
დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების შესახებ.
კომენტარი