როგორ შეცვალა ქალაქები დამანგრეველმა მიწისძვრებმა
6 თებერვალს თურქეთში, სირიის საზღვართან მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა ორივე ქვეყანაში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, გაანადგურა შენობები და ინფრასტრუქტურა. თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში დღესაც განმეორდა 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC). სეისმოლოგები ამბობენ, რომ ბიძგები კიდევ მოსალოდნელია. მათივე თქმით, მომდევნო ბიძგები ნაკლები სიძლიერის იქნება, მაგრამ ისინი მაშველებს საფრთხეს უქმნიან, რადგან გუშინდელი მიწისძვრებით უკვე დასუსტებულ შენობებში შეიძლება შემდგომი ნგრევა გამოიწვიონ.
კომენტარი