დოლიძის ქუჩის მახლობლად ჩანთაში ჩადებული დანაწევრებული ცხედარი იპოვეს
დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ცხედარი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ხშირად სვამდა. მათივე ცნობით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი