სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვასილ კობახიძე: რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი უნდა გავწყვიტოთ

რელიგიათმცოდნე ვასილ კობახიძე მიიჩნევს, რომ საქარტელოს ეკლესიამ უნდა გაწყვიტოს რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი. ეს განცხადება მან დღეს, „მაესტროს“ ეთერში, თეა სიჭინავას საავტორო გადაცემაში „არგუმენტები“ გაახმიანა. მასთან ერთად გადაცემაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვასილ მაღლაფერიძეც მონაწილეობდა.

გადაცემაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრეს. ვასილ კობახიძის აზრით, პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში პოლიტიკური მართლმადიდებლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც საბოლოოდ, უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ეკლესიისთვის. საპირისპირო აზრზეა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია და რადგან ამას ხელისუფლება ვერ ახერხებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ დიალოგის წარმოება ხელში ისეთმა მაღალი ავტორიტეტის მქონე ლიდერმა აიღოს, როგორიცაა ილია მეორე. მაღლაფერიძის აზრით, დღევანდელ სიტუაციაში ასეთი კონტაქტები კრემლთან არათუ გამართლებული, აუცილებელიცაა.

ბმული ვიდეოზე: გადაცემა "არგუმენტები"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100