თუშეთი - მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მარშრუტთა ტოპ-ათეულშია (ვიდეო)
პროფესიონალმა ბლოგერებმა, ტურ-ოპერატორებმა და ტურისტებმა ინტერნეტში მსოფლიოს ის ათი საფეხმავლო მარშრუტი აირჩიეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ იმის მიუხედავად, რომ მათ ჯერ სახელი არ გაუთქვამთ. სოფელი საფრანგეთში, კონიაკის პროვინციაში, დასახლება სიდნეიდან ორი საათის საფრენ მანძილზე, „კეაჰეა ჰალალო“, ანუ ღმერთების ბაღი ჰავაიზე და თუშეთი - ასეთია ამ მარშრუტების ოთხეული. ათეულში სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ეგვიპტისა და ევროპის სხვა ქვეყნების დასახლებული პუნქტები შედიან. გამოკითხვა პრესტიჟულმა „Yahoo Travel”- მა ჩაატარა.
აზარია და გიმი - ამერიკელი ტურისტული წყვილია, რომელმაც 12 თვის წინ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. თუშეთში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან. გიმი ამბობს, რომ მსგავსი ბუნება და ხალხის კეთილი განწყობილება, ასევე შუასაუკუნეების საინტერესო არქიტექტურული ნაგებობები, სხვა ქვეყანაში არსად შეხვედრია.
„მე მინდა, რომ თუშეთის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცოდეს - ეს ულამაზესი კუთხეა!“, - ამბობს აზარიაც და ამატებს: „რა თქმა უნდა, გამოკითხვაში ვმონაწილეობდით და ხმა სწორედ თუშეთს მივეცით“.
ცნობისთვის: შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ თუშეთში 50%-ით მოიმატა. ტუროპერატორები დამთვალიერებლებს 12 სხვადასხვა საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს სთავაზობენ.
ვიდეო: ანსამბლი „ბასიანი“ – „ჩემ ტკბილ თუშეთო“. სიმღერის ტექსტი:
იახლ ჯანღ ქურდულად შევიპარ დანოს,
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე,
საჩაღმოში კი ნისლებდახდილებო,
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე.
ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზედ,
კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ,
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზედ.
რაიოდ მეტად მამნატრებიხართ
ხაგირო, ეხო, აშტოოდ მთაწვერ...
რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო,
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ...
იახლ ჯანღ ქურდულად შეპარ ქისტეთსა და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთაწვერ...
კომენტარი