19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შეიძლება სხვების საიდუმლოს ახადოთ ფარდა. მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოხატვას.
კურო
დაიწყეთ ახლ პროექტებზე მუშაობა. გქონდეთ ახლობლების დახმარების იმედი. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა.
ტყუპი
იყავით მიზანსწრაფული. დაისახეთ მიზანი და ამოქმედდით. ცხოვრება ახალ თავსატეხებს გაგიჩენთ.
კირჩხიბი
დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, კონკურენტებთანაც კი.
ლომი
ერთგული კოლეგების დახმარებით ახალი პროექტების დაწყება არ გაგიჭირდებათ. ყურადღებით მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები.
ქალწული
იყავით დაკვირვებული. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
სასწორი
სასიამოვნო საქმეებით დაკავდით. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. თუმცა, თავს ნუ შეიზღუდავთ, თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ.
მორიელი
თუ არ იზარმაცებთ, დაწყებულ საქმეებსაც დაასრულებთ და ახლებსაც დაიწყებთ. არ გადაიტვირთოთ არც ფიზიკურად და არც ემოციურად.
მშვილდოსანი
შეიძლება გაგიმძაფრდეთ ნოსტალგია, ან ახლობლის მონატრება. მეტი დრო დაუთმეთ კომუნალური საკითხების მოგვარებას.
თხის რქა
დიპლომატიურად იმოქმედეთ. სასურველის მისაღწევად ახლობლები დაიხმარეთ. გული კი მხოლოდ ერთგულებს გადაუშალეთ.
მერწყული
დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. გამოგიჩნდებათ ფარული დამხმარე. ყველასთან ყველაფერს ნუ ილაპარაკებთ.
თევზები
დღეს გარშემო მყოფებისთვის ფსიქოლოგის როლი უნდა შეასრულოთ. შანსი მოგეცემათ განავითაროთ/გააფართოოთ თქვენი ბიზნესი.
კომენტარი