იდეალური სხეული ნებისმიერ ასაკში - როგორ ვარჯიშობს ჯენიფერ ლოპესი?
ჯენიფერ ლოპესი მთელი თავისი გააზრებული ცხოვრება ვარჯიშობს - ბავშვობაში ის პროფესიონალი მოცეკვავე იყო, შემდგომ წლებში კი ფიზიკური აქტიობა სორტდარბაზში გადაიტანა. ცნობილი ფიტნეს-გურუმ დევიდ კირშმა, რომელიც სხვადასხვა ცნობილი სახეების ფიტნეს ინსტრუქტორია, ცოტა ხნის წინ გაამხილა საიდუმლო, თუ როგორ ინარჩუნებს ჯეი ლო იდეალურ სხეულს:
„ჯენიფერს არანორმალური დისციპლინა გააჩნია, ამიტომ თუ მას ჩაუვარდა ჩემთან გაკვეთილი, დაკარგული დროის ანაზღაურების მიზნით შემდგომში კიდევ უფრო მეტი დატვირთვით ვარჯიშობს. ლოპესს ძალიან კარგად ესმის საკუთარი სხეულის, სწორედ ამიტომ აქვს მის ვარჯიშს ასეთი ეფექტი“.
კირშმა ისიც აღნიშნა, რომ ჯეი ლოს ძალიან ცოტა დრო აქვს სრულფასოვანი ვარჯიშისთვის, სწორედ ამიტომ დევიდმა პეციალურად მისთვის შექმნა მოკლე ხნიანი ვარჯიშები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები დატვირთვით მუშაობს.
ჯეი ლოს განსაკუთრებულ შარმს ისიც სძენს, რომ მომღერალი ყოველ სეზონზე სხადასხვა ვარჯიშებს აკეთებს, რათა მისი სხეული ერთფეროვანი არ იყოს და სხვადასხვა ფორმები დახვეწოს. კირში აღნიშნავს, რომ ლოპესი თავადაც იფიქრებს სავარჯიშოებს, რაც მხოლოდ პროფესიონალ მოვარჯიშეებს შეუძლიათ. სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ვარჯიშს ეფექტი არ ექნებოდა, რომ არა სწორი კვება - ჯეი ლო არ იღებს შაქარს, ალკოჰოლსა და ქოლესტერინულ საკვებს. სწორედ ამიტომაა მისი სხეული ნებისმიერ ასაკში იდეალური.
კომენტარი