სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეშინია, რომ ამ ზამთარს ვერ გადავიტან!

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მოხუცი პარალიზებული ქალბატონი მარინა კაპანაძეა. ემოციური, თბილი და ყურადღებიანი, თვალცრემლიანი უსაყვარლესი ბებია.

თბილისშიდაიბადა, შექმნა ოჯახი, მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროში. ორი წლის წინ მისი ჩვეული აქტიური ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა: მას ინსულტი დაემართა, წაერთვა მარცხენა ხელ-ფეხი და ახლა იგი საწოლიდან ვერ დგება. ნებისმიერი მოძრაობადიდტკივილს ანიჭებს. დამოუკიდებელი, ენერგიული ქალი, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, ახლა საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავს.

„ერთადერთი ოცნება მაქვს... კვლავ ფეხზე დავდგე და არავის დავაწვე ტვირთად“ ამბობს ქალბატონი მარინა და ცრემლებს ვერ იკავებს.

სამკურნალოდ საშუალება არ აქვს, მიზერული პენსია წამლებსა და კომუნალურ გადასახადებში ეხარჯება. საკვები მისთვის სოციალური სასადილოდან მოაქვთ.

ქალბატონი მარინასაშინელ პირობებში ცხოვრობს. სახლი ავარიულია, კედლები დანგრეულია,ჭერი დასახურავი უკვე დალპა და ზოგიერთ ადგილას ჩამოიშალა კიდეც. კარის ფუნქციას ძველი საბანი ასრულებს, მაგრამ ქარისა და სიცივისგან ვერ იცავს ოთახს! აქ ზაფხულშიც კი ცივა და ნესტია. ამის გამო მარინას ეშინია, რომ მოახლოებულ ზამთარს ვერგადაიტანს!

მას ძალიან სჭირდება მედიკამენტები, საკვები, ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი და გამათბობელი!

ფონდი "სოციალურიპარტნიორობა" მოგმართავთ დახმარების თხოვნით ყველას,თუგაქვთ საშუალება, დაეხმაროთდაგადაარჩინოთქალბატონი მარინა, თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება:მარინაკაპანაძე) ან გადაიხადოთ პირდაპირ ჩვენისაიტიდან https://fsp.ge/ge/donate/155/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100