სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წუხანდელ ქარიშხალს თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

წუხანდელ ქარიშხალს თბილისში მსხვერპლი მოჰყვა - ძლიერმა ქარმა ქეთევან წამებულის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის საბჯენი კედელი მოწყვიტა, რომელიც 35 წლის ქალს დაეცა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამას გარდა, გრიგალმა რამდენიმე ქუჩაზე ხეები მოგლიჯა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილის გაწმენდა რამდენიმე საათში მოახერხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100