Clearstream ბანკმა საქართველოს ბანკში ლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
თბილისი, 30 ნოემბერი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream ბანკის მიერ, საქართველოს ბანკში ლარის საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნის შესახებ. შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი დაემატა Clearstream ბანკში არსებულ საანგარიშსწორებო ვალუტების ჩამონათვალს, რაც შესაძლებლობას მიცემს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტორებს მარტივად განახორციელონ ოპერაციები ლარში, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე Clearstream ბანკის მეშვეობით.
Clearstream ბანკი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების მომსახურების ინდუსტრიაში და მას მუდმივად მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს. Clearstream-ი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD) და საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2,500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში.
###
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი