სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ასათიანი ლობისტად არ უნდოდა, დღეს ის მისი კონკურენტია - როგორ ემზადება „ზურიუსი“ ბრავოს დღევანდელი „ლაივისთვის“?

დღევანდელი ბრავოს „ლაივზე“ გრიმის გარეშე წარსდგება, უნდა რომ ხალხს დაამახსოვრდეს. ამბობს, რომ პროექტმა საკუთარი თავის რწმენა გაუმყარა, მაია ასათიანი ლობისტად არ უნდოდა, იმიტომ რომ, მისი გადაცემა არ მოსწონს და მაყურებელმა იმიტომ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ ამით საქართველოში ახალ მუსიკალურ ჟანრს ჩაეყრება საფუძველი...

ეს ნიჭიერი ადამიანი ხალხმა პროექტ „ ნიჭიერით“ გაიცნო, დღეს ის ბრავოს კონკურსანტია, მიხვდით ალბათ ზურა ბალანძივაძე, იგივე ზურიუსსზე ვსაუბრობთ, რომელმაც დღეს დრონი.ჯი-ს საინტერესო ინტერვიუს მისცა.

როგორ ემზადები დღევანდელი ლაივისთვის და როგორ ზურიუსს იხილავს დღეს მაყურებელი?

დიდხანს ველოდი ამ დღეს. ვიღაცებისთვის ეს მეგაშოუა, ზოგისთვის შეჯიბრება, ჩემთვის კი ეს ლამაზი საღამოა, რომელზეც მექნება პატივი, კიდევ ერთხელ დავუსტვინო ორკესტრთან ერთად.

დღეს მაყურებლის წინაშე წარვსდგები გრიმის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხდება, მინდა ხალხმა ჩემი ნამდვილი სახეც დაინახოს, მინდა ხალხს დავამახსოვრდე და მიცნოს ქუჩაში. ეს სჭირდება ნებისმიერ ხელოვანს, რადგან სამწუხაროდ საქართველოში ხელოვნება არ არის ისეთი შემოსავლიანი, რომ მასზე სერიოზული გათვლები გააკეთოს კაცმა, ამიტომაც ნებისმიერი ხელოვანი ცდილობს რომ შეინარჩუნოს თავისი რეიტინგი, ამისათვის კი საჭიროა ხალხი გცნობდეს.

რა მოგცა ამ პროექტმა და რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში „ბრავოს“ შემდეგ?

ამ პროექტმა გამიმყარა საკუთარი თავის რწმენა, და გეტყვი რატომ. იმიტომ რომ ისეთ შემსრულებლებთან ერთად მოვხდი, რომ ეს ჩემთვის დიდი პლუსია, ისინი სხვადასხვა პროექტის გამარჯვებულები, ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და მათთან საკუთარი თავის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა რომ არ ვმღერი და „ვსტვენ“ ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

რას იტყვი შენს კონკურენტ ნიკა კიკნაძეზე და როგორი შანსები გაქვს მასთან?

ჩემი კონკურენტი ჩემი მეგობარია და, მიუხედავად უხერხულობისა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ძალიან ძლიერ შემსრულებელს ვეჯიბრები.

რათქმაუნდა ნიკას უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვების, რადგან საქართველოში როკი ბევრად პოპულარულია და ჩემი ჟანრი ახლა იკიდებს ფეხს, ახლა ვამკვიდრებ, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემს თავს რამე მოვაკლო შესრულების მხრივ.

რაც შეეხება ლობისტებს, რას იტყვი ზალიკო ბერგერზე და შენი კონკურენტის ლობისტზე მაია ასათიანზე, რომელიც ძალიან რეიტინგული ფიგურაა საქართველოში?

ლობისტებს რაც შეეხება, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ლობისტით და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მერე რა, რომ მაია ასათიანი რეიტინგული ფიგურაა, მე საერთოდ არ მინდოდა რომ ის, ჩემი ლობისტი ყოფილიყო, იმიტომ რომ არ მომწონს მისი შოუ, მისი პროდუქტი, რასაც ის ქმნის. ამიტომაც მე ძალიან გამიხარდა რომ ის ჩემი ლობიტი არაა.

ინტერვიუს ბოლოს მოდი მიმართე დღევანდელ „ბრავოს“ მაყურებელს და საკუთარ გულშემატკივარს?

არ მიყვარს ეს მოწოდებები, მაგრამ დღევანდელ მაყურებელს ვეტყვი, რომ მიენდონ თავიანთ შინაგან ხმას და გემოვნებას, იფიქრონ იმაზე, რომ არის ჟანრი რომელიც დამკვიდრებულია და არის ჟანრი, რომელსაც ეს ყველაფერი წინ აქვს. თუ, მე დღეს მათ მხარდაჭერას მივიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კიდევ ერთ მუსიკალურ ჟანრს ჩაუყარეს საქართველოში საფუძველი და ეს, არც თუ ისე პატარა რაღაცაა ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში.

შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301. თუ ფული არ გაქვთ და ა.შ., მაშინ უფასოდ შეგიძლიათ, მომცეთ ხმა აი აქ: https://www.facebook.com/tbcbank?sk=app_716625505058572&app_data

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100