სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული არ იცის, რუსული არ იცის - რა იცის ბიძინამ? (ვიდეო)

ივანიშვილის შეხვედრები რეგიონების ამომრჩეველთან ერთ თარგზე მოჭრილი „სტანდარტით“ მიმდინარეობს: მანქანების სოლიდური კოლონით ჩაყვანილი ხელფასიანი აქტივისტები, რამდენიმე ათეული შემთხვევით გავლილი ადგილობრივი ცნობისმოყვარე, ივანიშვილის უთავბოლო, აზრსმოკლებული ცარიელი ფრაზები და მუშტის უხერხული მოძრაობა შემინული ტრიბუნიდან და დაქირავებული ფოტოგრაფები განსაკუთრებული მისიით: მათ „დიდი პოლიტიკოს–ბიზნესმენის“ ყოველი ჟესტი და მიმიკა ფირზე უნდა აღბეჭდონ, რათა შემდეგ თვითკმაყოფილმა მილიარდერმა სოციალური ქსელების გვერდებს კიდევ ერთი ალბომი დაუმატოს.

ბოლო შეხვედრა ოლიგარქმა მარნეულში გამართა. ივანიშვილი პოეზიასთან, პროზასთან, პოლიტოლოგიასთან, ისტორიასთან და ასე შემდეგ, მწყრალად რომ არის, უკვე დიდი ხანია გაიგო მთელმა საქართველომ და მიეჩვია კიდეც.
ისიც ცნობილია, რომ ბიძინამ უცხო ენები, მაგალითად, ინგლისურიც არ იცის, თუმცა როგორც ირკვევა, მილიარდერი ვერც იმ ქვეყნის ენას ფლობს საჭირო დონეზე, სადაც ათეული წლები იცხოვრა და დიდი ფულიც იშოვა.

აღმოჩნდა, რომ პრემიერობაზე მეოცნებე ოლიგარქი გამართულად ვერც რუსულად მეტყველებს, ვერც ინგლისურად და ვერც სხვა უცხო ენებს ეწყობა.
ასე რომ, მისი კარის დაქირავებული მხრდამჭერების „არგუმენტი“, რომ ბიძინა ქართულს იმიტომ ვერ ფლობს სათანადოდ, რომ დიდი ხნით უცხოეთში ცხოვრობდაო, ფაქტობრივად, საფუძველს მოკლებული ხდება.

ივანიშვილი მშობლიურ ენაზე ფურცლების გარეშე რომ ვერ საუბრობს, ეს აშკარად მისი „ტალანტის“ და „ნიჭის“ დამსახურებაა და არა იმ ვითომ „ობიექტური“ ფაქტორებისა, რომელსაც ამ ხნის მანძილზე შუშის სასახლის კავალრები აჩეჩებდნენ საზოგადოებას...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100