აი, რას წერდა ზურა ბაკურაძე დედაზე, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა
„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე ცოტა ხნის წინ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.
სოლისტი რაჭაში სწორედ დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დედის გარდაცვალების შესახებ ზურა ბაკურაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
„ვერ მოერია ჩვენი დედიკო ამ ვერაგ დაავადებას! პანაშვიდი დღეს და ხვალ- მუხიანის მესამე მიკრო, პირველი კორპუსი,მეხუთე სადარბაზო, მეშვიდე სართული(პოლიციის მოპირდაპირედ)“,- წერდა მომღერალი.
ეს პოსტი მომღერალმა 6 ივნისს გამოაქვეყნა.
დღეს კი შქმერში გზა ჩავარდა და მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა.
კომენტარი