სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩვენ ამით გვინდა დავუპირისპირდეთ "ქართულ ოცნებას" და სუს-ის მანქანას, რომელიც ამოქმედდა, რომ ნეგატიური კომპონენტები შეიტანოს აქციაში“

ჩვენ ამით გვინდა დავუპირისპირდეთ "ქართულ ოცნებას" და სუს-ის მანქანას, რომელიც ამოქმედდა, რომ ნეგატიური კომპონენტები შეიტანოს აქციაში“-აცხადებსახალი საქართველოსთვისლიდერი.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიდმინარეობს მცდელობა იმისა, რომ აქცია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მიაწერონ, თუმცა ამას, ვაშაძის თქმით, თავად ოპოზიცია არ დაუშვებს, რადგან არცერთ პოლიტიკოსს ამის პოლიტიკური ნება არ აქვს.

ჩვენ ვდგავართ შვილმოკლული მამების გვერდით და ვიღებთ მონაწილეობას აქციაში, როგორც რიგითი მოქალაქეები. ვითხოვთ იგივეს, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე, იმ მოთხოვნას ვუერთდებით, რასაც ითხოვს მაჩალიკაშვილი, ეს ადამიანები ამბობენ და ვუერთდებით, რომ შოთაძე იყო შემსრულებელი გაცემული დავალების, რაც იყო ამ საქმესთან დაკავშირებით გაცემული...“-აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება პოლიტიკურ განრიგს, ვაშაძე ამბობს, რომ ეს ბუნებრივია, რადგან ოპოზიციამ უნდა უპასუხოს მმართველ გუნდს, როგორც დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პოლიტიკურ გუნდს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში არიან შეკრებილები. იქ იმყოფებიან ლიდერთა საბჭოს წევრებიც. მოლაპარაკებები და კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100