Express Bank-ის დეკემბრის თვის შეთავაზება - ისარგებლეთ უფასო კრედიტით და მიიღეთ საჩუქრად განახლებული Express Card-ი
თბილისი, 1 დეკემბერი, 2015 – Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს, შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ახალ წელს მეტი თანხით და 3 ნულის აქციას სთავაზობს. მას, ვისაც ჯერ არ უსარგებლია Express კრედიტით და 31 დეკემბრის ჩათვლით პირველად ისარგებლებს, არ გადაიხდის კრედიტის გაცემის, პირველი თვის და წინასწრების დაფარვის საკომისიოს. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი აიღებს 500 ლარის ოდენობის Express კრედიტს, თანხას არ მოაკლდება გაცემის საკომისიო და ერთ თვეში თანხის დაბრუნების შემთხვევაში, დააბრუნებს ზუსტად 500 ლარს. ამასთან, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს Express Card-ს.
მომხმარებელს Express კრედიტით სარგებლობა მარტივად, საქართველოს მასშტაბით Express Bank-ის 110 სერვისცენტრში შეუძლია. Express კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 700 ლარია.
Express Bank-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველ თვე ისარგებლოს ახალი, უნიკალური შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ExpressBank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge
###
Express Bank-ის შესახებ:
Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღები და ადვილი გამოსაყნებელია. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 110-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად, მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge
კომენტარი