სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანი დეგრადაციას განიცდის

ჩინელმა მეცნიერებმა უძველეს წიგნებში აღწერილი ადამიანის "ზებუნებრივი" უნარების საიდუმლო ამოხსნეს.

მათ დაასკვნეს, რომ ადამიანის ფიზიკური უნარები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რეგრესს განიცდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავისი არსებობის განმავლობაში ადამიანმა არაერთი თავდაპირველი უნარი დაკარგა. უძველეს ჩინურ წიგნებში უჩვეულო ამბებია აღწერილი. მაგალითად, იმპერატორისთვის ქლიავის მისართმევად მხედარმა ერთ დღეში 500 კმ გაიარა. დღეს ამას სულ რამდენიმე სპორტსმენი თუ შეძლებს. შესაძლოა, ახლო მომავალში "ზებუნებრივად" ჩაითვალოს ადამიანის ის უნარებიც, რომლებიც ამჟამად ნორმადაა მიჩნეული. მაგალითად, დადგება დღე, როცა ყველა ახლომხედველი იქნება და არავის ეცოდინება, რომ ადამიანის თვალებს შორს ხედვაც შეუძლია. ჩინელი მეცნიერები უფრო შორსაც მიდიან - მათი თქმით, ადამიანის მოდგმა ისე დეგრადირებს, რომ შესაძლოა, ტვინის გარდა, ყველა ორგანომ შეწყვიტოს ფუნქციობა, ატროფირდეს და უსარგებლო გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100