"მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც შეხვედრას აიძულებდა. ხიდიდან გადავარდნის მომენტში ამ ადამიანს ესაუბრებოდა"- მდინარე რიონში დაკარგულ გოგოს ისევ ეძებენ
ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს უშედეგოდ ეძებენ. თვითმხილველების თქმით, ქალი ცოტნე დადიანის ხიდიდან გადახტა.
გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც სატელეფონო საუბრებისას ძალით სთხოვდა შეხვედრას. ახალგაზრდა ქალის ბიძაშვილის თქმით, იგი ხიდიდან გადავარდნის მომენტში სწორედ ამ ადამიანს ესაუბრებოდა.
დაკარგული ოჯახი ძებნაში დამატებითი საძიებო ძალებისა და მყვინთავების ჩართვას მოითხოვს.
კომენტარი