სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალშობილი, რომელსაც 2 ტყვია მოხვდა, გადარჩა - ნახეთ, რა მოხდა სამშობიაროში?

ახალშობილი გოგო, რომელსაც ავღანეთში, ქაბულში მომხდარი ტერაქტის დროს 2 ტყვია მოხვდა, გადარჩა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამინა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიბადა. როცა კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში ტერორისტები შეიჭრნენ, მათ ბავშვის დედა ჩაცხრილეს, ამინას კი 2 ტყვია ფეხში მოხვდა.

როცა ამინას მამა დედამისს კრძალავდა, მას საოპერაციოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბავშვისთვის ფეხის ამპუტაციის გაკეთება მოუწევთ, რადგან იარები ძალიან სერიოზული იყო. ბავშვის მამამ ექიმებს სთხოვა, ეს არ გაეკეთებინათ.

„დედის გარეშე მოუწევს ცხოვრება, ეს კი მის მომავალს უფრო გაართულებს. თუ ვერ გადარჩა, ჩვენი ბედიც ეს არის, მაგრამ გთხოვთ, ფეხს ნუ მოაჭრით“, - უთხრა მან ექიმებს.

საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმებმა ამინას ფეხი შეუნარჩუნეს. მათ იმედი აქვთ, რომ ბავშვი სიარულს შეძლებს.

ტერაქტი კლინიკაში 12 მაისს მოხდა. ამავე დღეს „ისლამურმა სახელმწიფომ“ პოლიციის ხელმძღვანელის დაკრძალვაზე ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც 26 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი და 16 დედა დაიღუპა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100