ფოტოგრაფის რჩევა მათ ვისაც სურს დაუვიწყარი ქორწილი ჰქონდეს
ზურა ქართველიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფია. ხშირად იღებს ქორწილებს და შესაბამისად ბევრ საქორწინო ცერემონიას დასწრებია. რამდენიმე დღის წინ კი ზურა სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ქორწილში, რომელიც სოციალურ ქსელში ყველაზე ლამაზ ქართულ საქორწინო ცერემონიად აღიარეს.
როგორც სჩანს, ზურამ მეგობრის ქორწილი იმ ცერემონიებს შეადარა, რომელიც გადაღებული აქვს, დასკვნები გამოიტანა და სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტიც გამოაქვეყნა.
“ქორწილის ორგანიზებაზე ყველამ ერთად ვიმუშავეთ. ბევრი დეტალი ერთად მოვიფიქრეთ, მაგალითად ერთნაირი სამოსი.
თუ გსურთ თქვენი ქორწილი ყველასაგან გამოირჩეოდეს, მოისმინეთ რჩევები პროფესიონალებისგან და ამავე დროს ადამიანებისგან, რომლებიც კარგად გიცნობენ თქვენ. არ შეგეშინდეთ იყოთ ორიგინალურები!
გაავრცელეთ ფოტო, იქნებ ვიღაცამ მასში შთაგონება იპოვოს“ - წერს ზურა პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი