ლევან კალანდაძე: მსხვილი საინვესტიციო ენერგეტიკული პროექტები ვინმეს ახირება ან კაპრიზი არ არის
ამის შესახებ "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის" ხელმძღვანელმა, ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"დღეს ყველაზე დიდი ხვედრითი წილი საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (22%) და შესაბამისად, ინვესტორების ყველაზე დიდი დაინტერესება სწორედ ენერგეტიკის სფეროზე და განაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაზე მოდის. ამას მოწმობს EBRD, IFC, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფების განაცხადები და მზადყოფნა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ინვესტიციების თაობაზე. ეს არის საშუალება და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის რომ, ერთის მხრივ, ქვეყანაში მოვიზიდოთ დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და ახალი საწარმოო სიმძლავრეები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და გავაჩინოთ დამატებითი წყაროები ბიუჯეტის შესავსებად. მესამე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ საქართველოს ენერგოდამოკიდებულობის ხარისხი სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით რუსეთზე. და ზამთრის თვეებში, როცა საქართველოს ენერგომოხმარება საგრძნობლად იზრდება და ენერგოსისტემა მკვეთრად დეფიციტური ხდება, უამრავი თანხა არ ვუხადოთ რუსეთს და სხვა ქვეყნებს" - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
კომენტარი