სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა პოლიტკოვსკაიას დაბადებიდან 53 წელი გავიდა

დღეს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდებოდა. ანა პოლიტკოვსკაია 1958 წლის 30 აგვისტოს ნიუ-იორკში დაიბადა.

რუსი ჟურნალისტი ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.

ანა მაზეპა დაიბადა ნიუ-იორკში, სადაც მისი მშობლები დიპლომატებად მუშაობდნენ. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტზე, რომელიც 1980 წელს დაამთავრა. დაქორწინდა ალექსანდრე პოლიტკოვსკიზე, რომელიც 5 წლით იყო უფროსი და იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა. შეეძინათ ორი შვილი - ილია და ვერა. წყვილი ერთმანეთს დაცილდა, მაგრამ ოფიციალურად არ გაყრილან. 1990 წელს პოლიტკოვსკაიამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.

1982-1993 წლებში მუშაობდა გაზეთებში "Известия" და "Воздушный транспорт". გამომცემლობა Паритет-სა და ხელოვანთა გაერთიანება ЭСКАРТ-ში. 1994-1999 წლებში მუშაობდა "ობშაია გაზეტაში" შემდეგ "ნოვაია გაზეტაში". 2000 წლის იანვარში პოლიტკოვსკაია გაემგზავრა ჩეჩნეთში რეპორტაჟების გასაკეთებლად. მიენიჭა პრემიები: Золотое перо России, Добрый поступок - доброе сердце და Золотой гонг-2000.

პოლიტკოვსკაია ავტორია წიგნებისა: "მოგზაურობა ჯოჯოხეთში", "ჩეჩნეთის დღიური", "მეორე ჩეჩნური", "პუტინის რუსეთი", რომელიც გამოიცა დიდ ბრიტანეთში.

პოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს ლიფტში, მოსკოვის ცენტრში, 2006 წლის 7 ოქტომბერს. ცხედართან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი. მთავარი ვერსიით, პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100