სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაკრკოტიკების გასაღებისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა (ვიდეო)

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე, 1954 წელს დაბადებული ავთანდილ . და 1979 წელს დაბადებული კობა . დააკავეს. - ეს ინფორმაცია დღეს შსს- გაავრცელა.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა 280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს.

ბრალდებულების მიმართ, სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100