აშკარა და დაუჯერებელი: ინდონეზიაში ცხედრები სამარეში თავიანთი ფეხით მიდიან (+ფოტო)
შავი მაგიის გამოყენების მეტად საზარელი შემთხვევები გვხვდება ინდონეზიის ქალაქ ტორაჯში. მართალია, ბოლო დროს მსგავსი სანახაობა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ისტორიამ იცის ფაქტები და არაერთი ფოტოც არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ქალაქში გარდაცვლილები... თავიანთი ფეხით მიდიან სამარეში.
თუმცა, იმას, სადაც ტორეჯელი მიცვალებულები მიდიან, სამარეს ძნელად თუ უწოდებ: სასაფლაო, რომელიც კლდეში გამოკვეთილ თვითნაკეთ საწოლებს წარმოადგენს, მთებში, მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს, ამიტომაც, ადგილობრივი მცხოვრებლები შავი მაგიის ოსტატებს მიმართავენ: გამოძახებული ჯადოქარი უსიცოცხლო სხეულს გადაადგილების „უფლებას“ აძლევს, რის შემდეგაც მიცვალებული დგება, თავისი ფეხით მიუყვება გზას, ხოლო უკან კი ჯადოქარი მიჰყვება...
ჯადოქრებს მთავარი პირობა აქვთ: ცხედარს მათ გარდა არავინ უნდა შეეხოს, რადგან შეხების შემთხვევაში ჯადოქრობა ძალას ჰკარგავს, გვამი ეცემა და გზის გაგრძელებას ვეღარ „ახერხებს“.
მსგავსი რიტუალი განსაკუთრებით ხშირია ტორაიას ტომში, რომელიც ინდონეზიის სამხრეთში ცხოვრობს და რომლის წევრებიც ქრისტიანები არიან, მაგრამ წარსულის რიტუალებზე უარს მაინც ვერ ამბობენ. „დაკრძალვის“ რიტუალს ღრეობა ასრულებს - ტორაიელები უამრავ კამეჩსა და ძროხას კლავენ და მთელი ტომი „ქელეხზე“ იკრიბება.
იმის გამო, რომ ქელეხის გადახდა და, მით უმეტეს, ჯადოქრის დაქირავება ძალიან ძვირი ჯდება, ხშირად ამ ტომის წევრ გარდაცვლილებს სიკვდილიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სახლში ტოვებენ, მის ცხედარს კი გახრწნისგან ბალახეულისგან დამზადებული ხსნარებით იცავენ. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გარდაცვლილის ცხედარი სახლშია, ოჯახის წევრები და სტუმრად მოსული ნათესავები მას ეპყრობიან და აღიქვამენ, როგორც ავადმყოფს და არა როგორც გარდაცვლილს, პარალელურად კი აგროვებენ ფულს, რათა „ღირსეული“ ქელეხი გადაიხადონ, რომელსაც ასეულობით ადამიანი უნდა დაესწროს. რაც ყველაზე საინტერესოა, რიტუალზე დასწრება ტურისტებსაც შეუძლიათ, მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ ტანსაცმელში არ იქნება წითელი და შავი ფერები.
გარდაცვლილთათვის მარმარილოს დაფებსა და ქანდაკებებს ამ მხარეში აუცილებელი ტაუ-ტაუ ცვლის, ანუ, ხისგან დამზადებული, ნატურალიზებული ზომის თოჯინა-ფიტული, რომელიც გარდაცვლილს განასახიერებს. ისინი კლდეებში სპეციალურად გამოკვეთილ ადგილას არიან განლაგებულნი და თუ მანამდე ფიტულის მიხედვით მხოლოდ გარდაცვლილის სქესის იდენტიფიკაცია ხდებოდა, ბოლო დროს სავალდებულო გახდა მისი მაქსიმალურად მიმსგავსება ამქვეყნიდან წასულისთვის...
კომენტარი