სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლში ხანძარი გაჩნდა

კრემლში ხანძარი გაჩნდა - „ინტერფაქსის“ ცნობით, ელექტროსადენების მოკლე ჩართვის გამო ტაინიცკის ბაღში სამშენებლო სათავსი დაიწვა. „ხანძარი შაბათს, დაახლოებით 19.00 საათზე გაჩნდა. სათავსში ინსტრუმენტებინ ინახებოდა, რომელსაც მშენებლები იყენებდნენ“, - უთხრა „ინტერფაქსს“ წყარომ შსს-დან.

წყაროს თქმით, ხანძრის ფართობმა 10 კვადრატული მეტრი შეადგინა, სათავსი კი მთლიანად დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლიკვიდაცია კრემლის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა მოახდინა. ოფიციალურად ინფორმაცია არ დადასტურებულა.

სხვათა შორის, უახლოეს წარსულში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლში ხანძარი ჩნდება. ასე მაგალითად, შარშან, 28 აპრილს კრემლის ორი კოშკი ღამით მთლიანად დაიწვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შარშან გაჩენილი ხანძარი ზუსტად 450 წლის წინ მომხდარს დღეში დაემთხვა - მაშინ კრემლი ხანძარმა მთლიანად ნაცრად აქცია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100