სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო გოგუაძე: მე ვფიქრობ რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით მეორე ტური , როდესაც პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასაც და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს მისცა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ ახლა სწორი კომუნიკაცია იყოს ამომრჩეველთან. უფრო აქტიური იყოს თითოეული მაჟორიტარი, პარლამენტარი იმისთვის, რომ საზოგადოებას სწორედ იმ საჭიროებებზე ვესაუბროთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივიღეთ მათი გზავნილი. მე ვფიქრობ რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის იმისთვის, რომ უფრო მეტად მიექციათ ყურადღება იმ საჭიროებებზე, რაც თითქოს გამოგვრჩა მხედველობიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მაჟორიტარი ვარ, მე თვითონ მქონდა ინტენსიური შეხვედრები არასაარჩევნო პერიოდში და მქონდა წარმოდგენა რა თქმა უნდა დღის წესრიგი რა არის ჩვენი მოსახლეობის, ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ამ მხრივ ამომრჩეველთან, ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი არის ის ,რომ რეალურად სწორად დავინახოთ ის, რა პოლიტიკური პროცესების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ საარჩევნო პროცესმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100