”ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54 %, ზაალ უდუმაშვილმა - 15 %, ალეკო ელისაშვილმა კი - 14 % მიიღო
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი კანდიდატმა ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო.
ცნობისთვის, ამერიკულმა
საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი
2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია.
შედეგები 18:00 საათის
მონაცემებს მოიცავს
კომენტარი