სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ევროპული საქართველოს“ წევრები მარნეულში საარჩევნო უბნებზე მიმდინარე დარღვევებზე საუბრობენ

ოპოზიციის წარმომადგენლები მარნეულში რამდენიმე საარჩევნო უბანზე მიმდინარე დარღვევებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მარნეულში აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვადასხვა უბნებზე ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე. მისივე განცხადებით, ერთ-ერთ უბანზე ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებს შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნებისა“ და „ერთინანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მარნეულში საარჩევნო უბნებზე პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100