სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოკისმომგვრელი ამბავი: ჩეჩნური ქორწილი სიძის გარეშე

ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ აღმოსავლური მუსულმანური სამყაროს ადათ-წესები ჩვენი ტრადიციებისგან საკმაოდ განსხვავდება. განსაკუთრებით ეს ეხება ქორწინების ტრადიციებსა და წესებს. ახლა უნდა გიამბოთ ჩეჩნური ქორწილის შესახებ, რომელის რიტუალიც ბევრ უცნაურ დეტალს შეიცავს.

ქორწილის დილას პატარძალი სიძის ნათესავებს ელოდება სახლში. მათ მოსვლამდე დედოფალს დაქალები ეხმარებიან მომზადებაში. ჩუჩნური წესების მიხედვით, საპატარძლო კაბა ძალიან მდიდრული და სამკაულებით დატვირთული უნდა იყოს. მეჯვარეები და მეგობრები ტრადიციულ სამოსში უნდა იყვნენ გამოწყობილნი, რაც გრძელ კაბასა და თავზე წაკრულ მოსახვევს გულისხმობს. პატარძალსაც აქვს თავზე მოხვეული ჰიჯაბი, რადგან ქალს თმის გამოჩენა ეკრძალება, ჰიჯაბზე კი დიადემაა დამაგრებული. ხელში აუცილებლად ვარდების თაიგული უნდა ეჭიროს. მაკიაჟი აღმოსავლურ სტილში უნდა იყოს გაკეთებული.

ჩეჩნეთში ქალი 18-20 წლამდე უნდა დაოჯახდეს. პატარძალი დანიშნულების ადგილამდე სასიძოს ოჯახის წევრებს მიჰყავთ. მთავარი წესი მდგომარეობს შემდეგში - დედოფალი მაქსიმალურ პატივისცემას უნდა იჩენდეს ახალი ოჯახის მიმართ. ამის შემდეგ გოგონას აყენებენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე და სათითაოდ ეცნობა მომავალი მეუღლის ყველა ნათესავს. დაჯდომის უფლება მხოლოდ ახალი ოჯახისგან გაცემული ნებართვის შემდეგ აქვს. ამ ადგილამდე სასიძოს ნათესავ ქალებს მიჰყავთ, რომლებიც ასაკით სულ ცოტა ორჯერ უფროსები არიან. საქმრო ამ დროს „კულისებში“ იმყოფება და გამოსვლის უფლება არ აქვს. მას შეუძლია ჩუმად უყუროს და შეუმჩნეველი დარჩეს. პატარძლის ნათესავებს იქ ყოფნის უფლება არ აქვთ.

სიძის ნათესავები რიტუალის განმავლობაში ითხოვენ პატარძლისგან გარკვეულ ქმედებებს, მაგალითად ერთი ჭიქა წყალი მიაწოდოს რომელიმეს. გოგონა ჩუმად უნდა იდგეს და ხმა არ ამოიღოს, რათა მოლაყბედ არ ჩათვალონ მომავალმა ნათესავებმა. ახლობლები მასთან ფოტოებს იღებენ როგორც ცალ-ცალკე, ისე საერთოს. რიტუალის შემდეგ იწყება ცეკვა, რომელშიც პატარძალს ეკრძალება მონაწილეობის მიღება. პატარა ასაკის ბავშები ეროვნულ სამოსში სპეციალურ საცეკვაო ნომრებს ამზადებენ. ქალებს და კაცებს შეუძლიათ ერთად ცეკვა, თუმცა ფიზიკური შეხება ერთმანეთთან აკრძალულია.

ცერემონიის შემდეგ მაყარი მიდის პატარძლის სახლში. პატარძალს მხოლოდ სამი დღის შემდეგ ეძლევა სიძესთან ოფიციალურად შეუღლების საშუალება. საქმროს სახლისკენ მიმავალ გზაზე მაყარი იარაღს ისვრის ჰაერში და მანქანის ფანჯრიდან ფულს ყრის გარეთ. სახლში მისვლის შემდეგ იწყება ოფიციალური ცერემონია. ეს პროცესი მოლების ლოცვის ფონზე საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნება. პატარძალს საქორწინო ბეჭედს სიძის ბიძა უკეთებს თითზე, რადგან საქმროს ჯერ კიდევ არ აქვს უფლება გამოჩენის, სანამ ოფიციალური ცერემონიაც არ დასრულდება. ამის შემდეგ რძალს რომელიმე ნათესავის ახალშობილ ბიჭს აჭერინებენ ხელში, რათა მასაც ბიჭი შეეძინოს.

ამ სტატიით ჩვენ არც ვკიცხავთ და არც ვემხრობით მათ ტრადიციებს, უბრალოდ გვინდა, ცოტა მეტი ინფორმაცია გქონდეთ ჩეჩნური ქორწილების შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100