სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯიბის კაცი“ - პირველ ქართულ-ფრანგულ ანიმაციურ კოპროდუქციაზე მუშაობა სრულდება

„ჯიბის კაცი" პირველი ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზეც საქართველომ და საფრანგეთმა ერთობლივად იმუშავეს. ფილმი პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.

ფილმზე ანიმატორი ანა ჩუბინიძე მუშაობს. ერთი წლის წინ ანა ეროვნული კინოცენტრის, ანსის ანიმაცური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და "ნიქოზის" კინოფესტივალის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ანიმატორმა მოიპოვა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი პროექტი ანსის კინოფესტვალზე.სწორედ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დაინტერესდა მისით "ფოლიმაჟი", ტელეკომპანია Canal+ და ანამ "ჯიბის კაცზე" მუშაობა ფრანგ კოლეგებთან ერთად დაიწყო. რამდენიმე თვის წინ კი პროექტში შვეიცარიული მხარეც ჩაერთო.

ფილმზე მუშაობა დეკემბრის თვეში დასრულდება და „ჯიბის კაცი" საფესტივალო კარიერას დაიწყებს. 2017 წლის სექტემბერში კი ფილმის ქართული პრემიერა ნიქოზის კინოფესტივალზე შედგება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100