სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგარეჯოში ბავშვს ფეხბურთის კარის ძელი დაეცა თავზე

უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში. 10 წლის გიგი ყავრიშვილს სტადიონზე თამაშის დროს საფეხბურთო კარის ძელი დაეცა.

წუხელ ბავშვი საგარეჯოდან იაშვილის სახელობის კლინიკაში ქალა-ტვინის დახურული ტრავმით გადმოიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ სტადიონზე საფეხბურთო კარს სხვა ბავშვები ჩამოეკიდნენ, რის შედეგადაც ძელი გადმოვარდა და მოზარდს თავში დაეცა.

ბავშვი თავდაპირველად საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ დედაქალაქში გადმოყვანა გახდა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100