არა, არ გაბედო! არა, არ გიყვარდე!
(გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ველური ცხენები“)
ამგვარად ამაყს და ამგვარად ჟინიანს,
რად არ გეშინია? რად არ გეშინია?
ჩემში ველურ ცხენებს გაშლიათ ფაფარი,
ჩემში სიმკაცრეა ათასი აფთარის
და ჩემი მერნების ფაფართა ფლოქვები,
არა, არ გაბედო! წაგლეკავს! მოკვდები!
მე არც ედემი ვარ, არც ზეცა მეშვიდე,
მე გირჩევ შეშინდე! შეშინდე! შეშინდე!
მარჯვენით დაღალულს მიპყრია სადავე,
ქარმა ხმა წარმტაცა, ცეცხლში მაქვს სათავე,
ისეთი მართალი ვარ, ვერ მაცდენს სიყალბე,
არა, არ გაბედო! არა, არ გიყვარდე!
შეშინდი! შეშინდი! რამეთუ ცხელებით,
ჩემში გრიალებენ ველური ცხენები..
კომენტარი