სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცებს ჰკითხეს როგორი ცოლი გინდათო და აი პასუხები

კოსმოპოლიტანმა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა და გაარკვია თუ რა თვისებების მქონე ქალი უნდათ ცოლად თანამედროვე მამაკაცებს.

მაშ ასე, მათ სჭირდებათ:

ვიღაც ვისაც შეიძლება ენდო, ვიღაც ვისთვისაც საიდუმლოებების განდობა შეიძლება.

ვიღაც ვინც მხარს დაგიჭერს მაშინაც კი თუ სამსახურს მიატოვებ საკუთარი უაზრო ოცნების ასახდენად.

ვიღაც ვისაც აქვს ცხოვრებაში ამბიციები და მისი ერთადერთი საქმე ფეისბუქზე პოსტვა არ გახლავთ.

ვიღაც ვისაც მასთან დროის გატარება უნდა, მაგრამ თვეში რამდენჯერმე ქმრის გარეშე მეგობრებთანაც ატარებს დროს, რადგან მეუღლეზე მიჯაჭვული არ არის.

ვიღაც ვისთანაც ნამდვილად (ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად) კარგი სექსი ექნება.

ვიღაც ვისაც ესმის და ხედავს, რომ ის ცდილობს საკუთარი უარყოფითი თვისებების გამოსწორებას.

ვიღაც ვინც იზიარებს მის ღირებულებებს და არგუმენტებს და ვინც იცის, არა აქვს მნიშვნელობა რამდენს კამათობენ, მთავარია, რომ ეს არასოდესაა სერიოზული.

ვიღაც ვინც აოცებს მას, რადგან ისინი მუდამ იცვლებიან, ამ შემთხვევაში საუბარია პიროვნულ ზრდაზე.

ვიღაც ვინც ახმოვანებს საკუთარ აზრებს

ვიღაც ვისაც სურს, რომ გაიზარდოს და ისწავლოს მასთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100