ხელვაჩაურში 10 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, ფოთში კი ერთ-ერთ ქვესადგურს მეხი დაეცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ფერიაში 10 ოჯახს
საცხოვრებელი სახლები
დაეტბორა, - ამის
შესახებ ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ
ვარშანიძემ განaცხადა.
ახალსოფლის
მიმართულებით
შესაძლოა ორი ოჯახის გაყვანა გახდეს საჭირო. ფერიაში 10 ოჯახი დაიტბორა, თუმცა საშიში ზონა არ არის. დილიდან ზარალის დათვლას და საკითხის შესწავლას დავიწყებთ",
- აღნიშნა
ნადიმ ვარშანიძემ.
ძლიერი წვიმის გამო, გუშინ ფოთში ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა. რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის მცხოვრებლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა , რაც ერთ-ერთ ქვესადგურზე მეხის დაცემამ გამოიწვია.
ძლიერი წვიმის გამო წყალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში შეაღწია და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.
ფოთის მერის მოადგილის ნიკოლოზ გრიგოლიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქალაქს ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება, მერიამ კი 24 საათიან რეჟიმში დაიწყო მუშაობა.
კომენტარი