რა უამბო ლალი მოროშკინამ უკრაინულ მედიას მიხეილ სააკაშვილზე?
ყოფილმა ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგმა, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარემ ლალი მოროშკინამ უკრაინულ ტელეარხს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინტერვიუ მისცა.
„დიდი მადლობა უკრაინის არხს "1+1"- რომ მომეცა საშუალება უკრაინელებისთვის მიმეწოდებინა სიმართლე სააკაშვილის შესახებ“ - მოროშკინას ფეისბუქ კედელზე ამ სტატუსის გამოქვეყების შემდეგ დრონი.ჯიმ სცადა გაერკვია თუ რა კუთხით დაახასიათა ექსპრეზიდენტი ბავშვობის მეგობარმა და მის შესახებ დაწერილი წიგნის (მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი) ავტორმა, რისთვისაც ლალის დავუკავშირდით.
-რა უთხარით უკრაინელ ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილზე?
-რაც წიგნში მიწერია, მისი ფსიქოტიპი, ბავშვობა და შეცდომები
-დადებიდად დაახასიათეთ თუ უარყოფითად?
-უფრო შეცდომები, რომლითაც საკუთარი პარტია და თავისი თავი კრახამდე მიიყვანა. და კიდევ იმაზე, თუ როგორია მისი ოდესელ ძირძველ ებრაელებთან და უკრაინელებთან ურთიერთობის პერსპექტივა
- და როგორია პერსპექტივა?
-ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
-წინასწარ თუ იცით როდის გავა ეთერში ეს ინტერვიუ?
-არა.
ცნობისთვის ლალი მოროშკინა და მიხეილ სააკაშვილი ბავშვობის მეგობრები არიან და საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. მიუხედავად ამისა მოროშკინა არასოდეს ყოფილა სააკაშვილის გუნდის წევრი, მინისტრობაზე უარიც კი უთხრა და ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა. ეს ყველაფერი ლალიმ თავის პირველ წიგნში, სახელწოდებით "მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" აღწერა და მწერლის ამპლუაში პირველი აღიარებაც მოიპოვა.
"მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" 3 ენაზე გამოიცა და წლის ბესტსელერად იქცა, იმასაც ამბობდნენ მიშა ამ წიგნით გაეროში დადიოდა და ამბობდა: აი თუ არ არის საქართველოში დემოკრატიაო.
კომენტარი