სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი სესიაშვილი: "დავით თევზაძის ასეთ კატეგორიულ განცხადებას ვერ დავეთანხმები"

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,  დავით თევზაძემ რამდენიმე დღის წინ, IB ევროკავკასიური უნივერსიტეტისა და პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ერთობლივ კონფერენციაზე _ "ხუდონჰესი - როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი" განაცხადა: ""ხუდონჰესის მშენებლობა შეიძლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს... მრავალი ფაქტორი ერთად იყრის თავს. ეს არის გარკვეული მოტივაციები და შესაძლებლობები, რომლებიც რუსეთს გააჩნია, გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით და უსაფრთხოების გარემოს ცვლილება 2008 წლის ომის შემდეგ..."

ამასთან დაკავშირებით, კომენტარები გააკეთეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და მისმა მოადგილემ, დავით დარჩიაშვილმა:

ირაკლი სესიაშვილი: "რა ანალიზსაც მე გავეცანი, ასეთი კატეგორიული განცხადება არ გაუკეთებია ბატონ დავითს, მაგრამ  თუ მსგავსი განცხადება გაკეთდა და ეს მედიით გავრცელდა, ზოგადად ასეთი კატეგორიული შეფასების საფუძველს მე ვერ ვხედავ.  კატეგორიულად განაცხადო, რომ  ხუდონის აშენება და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა იქნება პირდაპირი შედეგი, ასეთ კატეგორიულ შეფასებას ვერ დავეთანხმები._ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას...

დავით დარჩიაშვილი: "არა, რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები დავით თევზაძის მაგ განცხადებას. თუ იგულისხმა, რომ ხუდონჰესი სვანეთს დაცლის, არა, რა თქმა უნდა. სვანეთი დაიცლება იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდა, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის მოთხოვნილებაა კომფორტში ცხოვრება.   ეს არის ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა და ტურიზმის და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც ამისთვისაა საჭირო. ხუდონჰესი ეროვნული მასშტაბის პროექტია, რომელიც მხოლოდ სვანეთს კი არა, მთელს საქართველოს ჭირდება." _ განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100