სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ვიკილიქსი” ბურჯანაძე-ბიწაძის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

სკანდალური საიტივიკილიქსი" საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის დიპლომატიურ გზავნილს აქვეყნებს, რომელშიც პარლამენტის იმჟაიმნდელი სპიკერის ნინო ბურჯანაძის გეგმებზეა საუბარი. ამის შესახებ მასალა გაზეთ „24 საათში" გამოქვეყნდა.

გამოცემის ინფორმაციით, ტეფტი მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის იმჟამინდელი შეფი ბადრი ბიწაძე „დიდი მოცულობის თანხებს რუსეთში დამკვიდრებული ქართველებისგან იღებს, რომელთა ნაწილი შესაძლოა, კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენელი იყოს".

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბურჯანაძემ ზაფხულის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა. მერაბიშვილის თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბიწაძემ 500000 დოლარი ტარიელ ონიანისგან მიიღო, რომლის სახელიც მუხროვანის ამბოხის მცდელობას უკავშირდება. მინისტრის ინფორმაციით, ბიწაძესთან მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები მოსკოვში მცხოვრები კანონიერი ქურდებისგან სომხეთის გავლით მოდის. მერაბიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე და ბიწაძე ევროპაში ხშირად მოგზაურობდნენ და იქ კანონიერ ქურდებთან შეხვედრებს მართავდნენ" – ნათქვამია, „24 საათის" ინფორმაციით, „ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

რაც შეეხება ბურჯანაძის გეგმებს, ელჩი თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დეტალებზე წერს.

„დოკუმენტის თანახმად, ალასანიამ ("ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები") ელჩს უამბო, რომ ბურჯანაძე მუშაობდა ეკა ბესელიასთან ("ერთიანი საქართველო") და სალომე ზურაბიშვილთან ("საქართველოს გზა") შემოდგომაზე პროტესტის ახალი ტალღის წამოსაწყებად. აქციების შედეგი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა უნდა ყოფილიყო. ალასანიამ განაცხადა, რომ ბურჯანაძე საპროტესტო აქციებზე შემოერთებას გიორგი გაჩეჩილაძეს, იმავე "უცნობს", პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ძმას სთხოვდა. ალასანიამ აღნიშნა, რომ მისი ალიანსი ("ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები") ამაში მონაწილეობას არ მიიღებს და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძეც უარს იტყვის. ალასანიას სიტყვებით, ბურჯანაძემ იცის, რომ ხალხში ნაკლებად პოპულარულია და "უცნობი" ქუჩის აქციების მაღალი შედეგისთვის სჭირდება. "უცნობი" კეთილგანწყობის მოპოვებას რადიკალიზმით ცდილობდა და 6 მაისს პოლიციის შენობასთან გამართულ შტურმს ხელმძღვანელობდა. ბურჯანაძის "უცნობით" დაინტერესება კი მოვლენათა არაპოზიტიური კუთხით განვითარებისკენ მიანიშნებს" – ნათქვამი იყო, „24 საათის" ინფორმაციით, ტეფტის გზავნილში.

"ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ბურჯანაძის წყნეთის აგარაკის სკანდალიც მოხვდა. როგორც საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ბურჯანაძე ადასტურებდა, რომ აგარაკის მისაღებად გადასახადები უნდა გადაეხადა. მან წარმოადგინა 2008 წლით დათარიღებული დოკუმენტები, სადაც ბურჯანაძის ქონება 2,769,325 ლარად არის შეფასებული.

ჯონ ტეფტის გზავნილი 2009 წლის 8 სექტემბრით თარიღდება. "ვიკილიქსის" მასალას ნინო ბურჯანაძე გუშინვე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ხელისუფლება დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს".

"ხელისუფლება "დემოკრატიული მოძრაობის" წინააღმდეგ ბინძურ მეთოდებს იყენებს, რაც ჩემთვის სიახლე სულაც არ არის. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სამხილები, წარმოადგინოს. "ვიკი¬ლიქსის" ვერსიები არის ის, რაც ვანო მერაბიშვილმა უთხრა ელჩს. ეს არ არის ჯონ ტეფტის პოზიცია," - აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100