სამართალდამცავბმა აქციის მონაწილე სტუდენტები დააკავეს
სამართალდამცველებმა სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს.
სტუდენტების აყვანის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
მომხდარის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ აქციის გამართვის დროს, მაშინ აიყვანეს, როცა სტუდენტებმა გზა გადაკეტეს და სამართალდამცველებს მისი გახსნის საშუალება არ მისცეს.
აქციის ყველა ორგანოზატორთან ერთად დაკავებულია ლიბერალის ჟურნალისტი, ანი ჭანკოტაძეც, რომელიც აქციაზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდა. როგორც ცნობილია ჭანკოძემ სამართალდამცავებს უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ ის მაინც დააკავეს.
ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავები სტუდენტებს სასტიკად გაუწორდნენ.
სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები აქციას მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მართავდნენ.
კომენტარი