სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პრეზიდენტი ძალიან სუსტადაა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

პირადი ექიმის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ზოგადი სისუსტე და დაღლილობა აღენიშნება. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ გვიან ღამით, გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"პრეზიდენტი ძალიან სუსტადაა, მე ვიტყოდი, რომ უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე 2 დღის წინ, როცა ვიყავი ბოლოს. უკეთესად არ არის. მოველით, რომ ეს კომისია, რომელიც შექმნა სახალხო დამცველმა, გასცემს პასუხს ბევრ კითხვას. კიდევ შეინიშნება ნევროვროლოგიური დეფიციტი", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100