ევროკავშირის ელჩი TBC-ის საქმეზე: „ვიმედოვნებთ, პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება“
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი TBC ბანკის
ირგვლივ შექმნილ ვითარებას და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას
ეხმაურება.
როგორც ელჩმა bm.ge-თან საუბარში განაცხადა,
ევროკავშირის წარმომადგენლობა ბანკის ირგვლივ ბოლო პერიოდში მიმდინარე
მოვლენებს აქტიურად აკვირდება.
საუბარია, ბრალდებებზე და იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
„რასაკვირველია,
ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ,
საიმედოდ და სტრუქტურულად წარიმართება. „თიბისი ბანკის“ როლი როგორც -
მოქალაქეების, ისე ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობაში დიდია“, -
განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება არსებული პროცესების გავლენას
საფინანსო გარემოსა და სექტორზე, კარლ ჰარცელის განმარტებით, ამას ალბათ
თავად ბაზარი გვაჩვენებს.
როგორც ელჩი ამბობს, მისი ინფორმაციით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ მიმართ ბრალდებებს კონკრეტული
რეაქცია უკვე მოჰყვა.
კომენტარი