სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღამის კლუბში თავდასხმის შედეგად მძიმედ დასახიჩრებული გოგონა ჟურნალისტებთან ალაპარაკდა (+18)

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ლონდონის ღამის კლუბში მოხდა. ცნობილ ტელეწამყვანს ფერნ მაკკანს თავისი 25 წლის ბოიფრენდი არტურ კოლინსი დაესხა თავს და მჟავის გადასხმნა სცადა. ინციდენტის შედეგად 20-მდე გოგონა დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ მძიმედ.

ფები ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. მისი სხეული მძიმედ დასახიჩრდა, თუმცა ეს ყველაფერი არაა - გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, ღამით კოშმარები ესიზმრება და ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს:

„ეს ტოქსიკური ნივთიერება გარდა იმისა, რომ კანს მიწვავდა და წვის პროცესის ამაზრზენი ხმა მესმოდა, სუნთქვაც გადამიკეტა და მგუდავდა. სასუნთქი გზები მთლიანად დახშული იყო. ვგრძნობდი, მჟავა როგორ ჭამდა ჩემს სხეულს. მზად ვარ, ნებისმიერი ტკივილი ავიტანო, თუ ჩემს კანს პირვანდელი სახე დაუბრუნდება“ - აცხადებს ფები.

რაც შეეხება დამნაშავეს, მას საბოლოო სასჯელს 19 დეკემბერს გამოუტანენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100