სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსი პეტრიაშვილი ”თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

”მოგესალმებით მეგობრებო! პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა “თავისუფალ დემოკრატს” და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!”, - წერს პეტრიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100